მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 17762 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთ აზნაურს, ყველა სიკეთით შემკული და დიდად მშვენიერი ვაჟიშვილი ჰყავდა

ერთხელ ჭაბუკმა მამას უთხრა: 

- დუკას (თავადი) მსახურად ყოფნა მსურს, წამიყვანე და შემავედრეო!

მამამ უპასუხა: 

- ორ მცნებას გასწავლი, თუ დაიფიცებ რომ დაიხსომებ და შეასრულებ, შენს სურვილს შეგისრულებო!

შვილმა დაიფიცა: 

- ყოველ შენს მცნებას აღვასრულებო. 

მამა ამცნო: 

- პირველი: შენი პატრონის სახლში ნუ იმრუშებ; და მეორე: თუ ტაძრის ზარების რეკვა გაიგონო, რაც უნდა საშური საქმე გქონდეს, მიატოვე, ტაძარში შედი და ვიდრე ლოცვა არ დასრულდება არსად წახვიდეო! 

შვილმა აღუთქვა, რომ მის მცნებებს აღასრულებდა, რის შემდეგაც მამა წაიყვანა შვილი და მიუყვანა დუკას.

აზნაურის შვილი ისეთი კეთილ-მსახური გამოდგა, ისე შეაყვარა თავი დუკას, რომ საკუთარ შვილებს ერჩივნა და ყველა თავის საქმე მას ჩააბარა.

ერთხელ რაღაც საქმეზე შინ გაგზავნა. დუკას ცოლმა თვალი დაადგა ჭაბუკს და მასთან დაწოლა განიზრახა, მაგრამ ვაჟმა არ ისურვა პატრონისა ორგულობა და მამის მცნების გატეხვა. 

დუკასთან მსახურობდა კიდევ სხვა აზნაურის შვილი, ორივე ჭაბუკი ამხანაგობდა. დუკას ცოლმა მეორე ჭაბუკი დაითანხმა მასთან დაწოლაზე, ხოლო დუკას ერთგულ ჭაბუკზე ფრიად განრისხებული იყო მისი უარის გამო.

ერთხელ ჭაბუკი რაღაც საქმეზე შევიდა სახლში და დუკას ცოლი და მისი ამხანაგი ჭაბუკი ერთად დაინახა. გამოვიდა, მაგრამ არავისთვის არაფერი უთქვამს. 

ერთხელაც დიდად განრისხებულმა ცოლმა დუკას უთხრა: 

- შენ რომ კაცი იყო, შენი მონა ჩემს ხელყოფას ვერ გაბედავდაო! და ქალმა არა დამნაშავე, არამედ უდანაშაულო ჭაბუკი დაასმინა, რომელმაც მისი ნება არ შეასრულა.

გამოვიდა გარისხებული დუკა და გამთენიისას ჯალათს უბრძანა:

- დღეს შენთან პირველად რომელი ჭაბუკიც გამოვგზავნო და გითხრას: "რა ჰქენი ბრძანებისო?" თავი მოკვეთე და მეორედ რომელიც მოვიდეს, მას მიეცი და გამომიგზავნეო! 

შემდეგ უბრძანა უდანაშაულო ჭაბუკს:

- წადი და, ამა და ამ კაცს უთხარი, - "რა ჰქენი ბრძანებისო?"

წავიდა ჭაბუკი და გზად მიმავალს ტაძრის ზარების რეკვა მოესმა. მოაგონდა მამის მცნება, შევიდა ტაძარში და ლოცვის დასრულებამდე იქ დაყოვნდა.

ამის შემდეგ დუკამ დამნაშავე ჭაბუკი გააგზავნა, რომელიც პირველი მივიდა ჯალათთან და უთხრა: "რა ჰქენი ბრძანებისო?" ჯალათმა შეიპყრო, თავი მოჰკვეთა, იქვე დადო და მეორე ჭაბუკის მოსვლას დაელოდა.

ლოცვის დასრულების შემდეგ წავიდა უდანაშაულო ჭაბუკი და მივიდა ჯალათთან, რომელმაც მისცა მოკვეთილი თავი; წამოიღო და მოართვა დუკასა. 

როცა დუკამ  უდანაშაულო ჭაბუკი დაინახა, ძალიან გაუკვირდა და უთხრა:

- აქამდე სად იყავიო? 

ჭაბუკმა მოახსენა, რა მცნებების შესრულება სთხოვა მამამ, როგორ მისცა ფიცი და რომ სწორედ ეს იყო მისი ტაძარში დაყოვნების მიზეზი.

შემდეგ დუკამ დააფიცა, ყველაფერი ათქმევინა, რაც ჭაბუკმა ნახა და როცა შეიტყო მისი უდანაშაულობა, თავის სწორად გაიხადა.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ