მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 31398 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჩემი მამის მამა ინდოეთის მეფის ხუთ ვეზირთა შორის უხუცესი იყო. მეფეს უხუცესი ვეზირი ისე უყვარდა, რომ საკუთარ თავს ერჩივნა.

დანარჩენი ოთხი ვეზირი გადაემტერნენ დიდ ვეზირს და თქვეს: 

- რა ვქნათ, რომ მეფეს უხუცესი ვეზირის ყველა სიტყვისა სჯერა და მისი რჩევების მორჩილია, ჩვენ კი არაფერს გვეკითხებაო? 

შეკრეს პირი; გამთენიისას ერთი ვეზირი მივიდა მეფესთან და მოახსენა:

- წუხელ მამათქვენი მესიზმრა, დიდი მეფე და ინდოეთის მპყრობელი. მიბრძანა თქვენთვის მომეხსენებინა, რომ თავისთან უხუცეს ვეზირს იხმობს, მასთან ცოტა საქმე დარჩა, დაასრულებს და მალევე უკან გაახლებთო. 

მოვიდა მეორე და მანაც იგივე სიზმარი მოახსენა: ერთ უცხო და მშვენიერ ადგილს მამათქვენი ვნახე, უხუცესი ვეზირის ნახვას ითხოვს და მალევე უკან გამოუშვებსო.

მესამე და მეოთხე ვეზირმაც იგივე სიზმარი მოუყვნენ მეფეს, როგორც პირი ჰქონდათ შეკრული.

გაუკვირდა მეფეს. ვეზირების უხუცესი ვეზირისადმი მტრობა ვერ იგრძნო და თქვა: "თუნდაც ერთის ნათქვამი ტყუილი იყოს, ოთხივეს იგივე სიზმარი უნახავთ და ნამდვილად მართალი არისო". 

უხმო მეფემ უხუცეს ვეზირს და ყველაფერი უთხრა. მიხვდა ვაზირი, რომ ყოველივე ამხანაგთა ხრიკი იყო, მაგრამ რას იტყოდა? გამჟღავნება უარესი იქნებოდა, ამიტომ ასე მოახსენა: 

- თქვენს მეფობას ამას ვევედრები, ჩემს დასაწვავად არავინ შეაწუხო, რომ ბედნიერ მეფეს ცოდვილი არ შევეყარო. ორმოცი დღე მაცადე, შეშა და ნივთები მოვამზადო, საფასურიც მე გადავიხადო და სიხარულით დიდ მეფესთან წავიდე! 

მეფემ თანხმობა განუცხადა და მისცა დიდ ვეზირს ორმოცი დღე.

უხუცესმა ვეზირმა ოთხ გულითად მონას გაანდო ყველაფერი. მოიყვანეს ორი მიწის მთხრელი და ქალაქის ქვემოთ, ვეზირის სახლიდან - დაწვის ადგილამდე, გვირაბი გათხარეს. ხვრელის თავზე ბევრი შეშა დააწყვეს, ბორცვის ფორმა მისცეს და ხვრელში ჩასაძრომიც გაუკეთეს. 

როცა ორმოცი დღე გავიდა, მივიდა უხუცესი ვეზირი მეფესთან და მოახსენა: 

- მობრძანდეს მეფე და იხილოს საკუთარი მონის დაწვა, რომელიც მამათქვენს ეახლება! 

გავიდა მეფე  ხალხთან ერთად ამ ყველაფრის საცქერლად. ავიდა უხუცესი ვეზირი შეშაზე, შემოაყარეს ნაფოტები, დაასხეს ნავთი და შეუნთეს ცეცხლი. 

როცა კვამლი ამაღლდა, უხუცესი ვაზირი ჩაძვრა ხვრელში, გაიარა ქალაქის ქვეშ გვირაბი და მივიდა საკუთარ სახლში. შეშა დაიწვა, ნაცარი გაანიავეს და მისი ძვალიც ვერ იპოვეს. ხვრელი კი ნაცარმა ამოავსო. 

ვაზირმა ოცი დღე შინ დაჰყო ფარულად, მერე შეიმოსა თეთრი სამოსელით, ხელში არგანი (კვერთხი) აიღო და განთიადზე მეფის კარს მიადგა. მეფეს რომ  უხუცესი ვაზირის მოსვლა აცნობეს, ფეხზე წამოხტა, გარეთ გავიდა და ვეზირს ყელს მოეხვია, კოცნიდა და ეგონა ვეზირი საიქიოდან მობრუნდაო.

გამოკითხა თავისი მამის და საიქიოში მისვლა-მოსვლის ამბავი. ვეზირმა სამოთხის ამბავი მოახსენა და მრავალი ტყუილი მოუყვა; სიმართლის თქმას ასე ამჯობინა და ბოლოს მოახსენა: 

- რაც მამაშენს ჩემთან ესაქმებოდა, ყველაფერი აღვასრულე. მან თავისთან ეს ოთხი ვეზირიც იხმო, მათთან ცოტა საქმე აქვს და უკანაც ჩემზე უფრო მალე გაახლებთო.

სიზმარს დაუჯერეს და ცხადად მოსულს ვინ არ დაუჯერებდა? მიიყვანეს ვეზირები და მეფემ მათაც მამამისთან საიქიოში წასვლა უბრძანა.

ვეზირებმა უხუცესი ვეზირის ხრიკი არ იცოდნენ. ჩაყარეს ოთხივენი ცეცხლში და დაიწვნენ.

თავიანთი ავკაცობა უკან მოუბრუნდათ.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ