ერთი კაცი ცხრილით (საცერით) ხელში მდინარისა პირას იჯდა.
ჩაჰყოფდა საცერს წყალში, და როცა აივსებოდა, იტყოდა:
- ვისაც ღმერთი მისცემს, ასე მისცემსო.
ამოიღებდა საცერს, და როცა წყალი გაედინებოდა, იტყოდა:
- ვისაც ღმერთი წაართმევს, ასე წაართმევსო.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი