იყო ერთი ღარიბ-ღატაკი კაცი, რომელსაც არაფერი გააჩნდა.
ერთხელ სიზმარი ნახა: თითქოს სამოცი ცხვარი ჰყავდა და გაყიდვა სურდა.
მოვიდა ერთი ვაჭარი და თითო ცხვარში ხუთ-ხუთი კირმანეული (ვერცხლის ფული) შეაძლია. ცხვრის პატრონმა ექვს-ექვსი სთხოვა.
ვაჭრობის დროს გლახაკს გაეღვიძა და სინანულმა შეიპყრო. მაშინვე თვალები დახუჭა და ვაჭარს ხელები გაუშვირა: ორ-ორი კირმანეული მომეცი და მოგცემო!
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი