მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 239548 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთმა დიდვაჭარმა იმდენი სიმდიდრე დააგროვა, რომ დათვლილიც არ ჰქონდა. სიბერემდე არც სვა, არც ჭამა და არც შეიმოსა. მერე თქვა: ამდენი ქონება დამიგროვებია, აწი დავჯდები, მოვილხენ, გავიხარებ, და ხარჯვასაც დავიწყებო!

მივიდა ერთ სალაროსთან (განძსაცავთან), რომელიც დაკეტილი იყო და ვერ გააღო; მივიდა მეორე, მესამე სალაროსთან და ვერც ისინი გახსნა.

გაბრაზდა და გინება დაიწყო.

სალაროდან ხმა გამოვიდა: რომელი ხარ, კარს რომ აღებ, აქ რა გესაქმებაო?

დიდვაჭარმა თავისი სახელი უთხრა: ჩემია სალაროა და დახარჯვა მნებავსო.

შიგნიდან ისევ მოესმა: მართალია შენი იყო, მაგრამ დღემდე არც შენ იხმარე და არც ცოლ-შვილს მოახმარე. ახლა ესე ყველაფერი, ხურო (ხის ხელოსანი) ნაზარის არისო.

იწყინა ვაჭარმა და თქვა:

- "ისეთ საქმესა ვიზამ, ეს განძი ჩემთვისაც დაიკარგება და სხვისთვისაცო".

აიღო ვალი, მოატანინა მრავალი ძელი, შიგნიდან გამოახვრეტინა, განძეულით ამოავსო, პირი გადაუჭედა და მდინარეში ჩაყარა.

ხურო ნაზარი თურე ბაღდადელი იყო და იქ ცხოვრობდა სადაც ის მდინარე ჩადიოდა. დილით ის ხურო მდინარის პირას გავიდა: ნუთუ ვინმეს ტივი მოაქვს წყალსო? ნახა, მდინარეს უამრავი ძელი მოჰქონდა უპატრონოდ. მისცა მცურავებს ფული, შეაგზავნა წყალში და გამოაზიდვინა. ყველა ძელი ხუროს სახლის წინ დააწყვეს.

დიდვაჭარი გაჰყვა ძელების კვალს: გავიგო ვინ არის, ვისაც ბედმა გაუღიმაო, დაინახა ხუროს სახლის წინ დაწყობილი ძელები და ხუროს ჰკითხა: - ვინ ხარო?

მან უპასუხა: - მე ნაზარი ხურო ვარო.

დიდვაჭარმა უთხრა: აიღე ერთი ძელი და სახლში შეიტანეო.

როცა შეიტანეს, დიდვაჭარმა ისევ უთხრა: ხელეჩო დაჰკარი ამ ძელს, შიგნით რა დევსო!

დაჰკრა ნაზარმა ძელს ხელეჩო, საიდანაც ძვირფასი თვალ-მარგალიტი გადმოცვივდა.

გაუკვირდა ხუროს და მაშინ დიდვაჭარმა უთხრა: ეხლა რასაც ხედავ, ყველა ეს ძელები განძით არის სავსე, ღმერთმა მე წამართვა და შენ მოგცაო.

ხურომ უთხრა: ღმერთმა შენვე მოგახმაროს, ყველაფერი წაიღეო. დიდვაჭარმა არ გამოართვა - არც ნახევარი და არც მეოთხედი. ხურომ კიდევ ერთი-ორჯერ თხოვა მცირედი ფული მაინც წაეღო, მაგრამ ვაჭარმა ხელი არაფერს ახლო.

მაშინ ხურომ უთხრა: ორი-სამი პური მაინც წაიღეო!

დიდვაჭარი ამაზე დათანხმდა.

ხურო შევიდა სახლში და ცოლს უთხრა:

- სამი დიდი პური გამოაცხვე და შიგნით ძვირფასი და პატიოსანი თვლები ჩადევი. იქნებ იმ კაცმა წაიღოს და ცოლ-შვილი მშიერი არ დაეხოცოსო.

ცოლი ასეც მოიქცა: პურები გამოაცხო, შიგნით თვალ-მარგალიტი ჩაალაგა, ტილოში გაუხვია და ვაჭარს მისცა.

წაიღო დიდვაჭარმა პურები და წავიდა. გზად მიმავალმა, უდაბნოში ერთი თხის ბალნისგან გაკეთებული კარავს მიადგა, რონლშიც ერთი გლახაკი არაბი და მისი ცოლი ნახა. ცოლი ახალი ნამშობიარები იყო. სხვა მეზობლები იქედან წასულიყვნენ  და ვერ გაყოლოდა. საწყლებს არც გადასაფარებელი, არც ქვეშსაგებელი, არც ჩვილის შესახვევი არ გააჩნდათ.

ვაჭარმა გლახაკების დახმარება გადაწყვიტა, პურები მისცა და უთხრა: წადით ბაღდადში, ხურო ნაზართან, ეს პურები მიუძღვენით, იგი ღვთის მოშიში კაცია, აკვანს, ქვეშაგებს და სახვეველს მოგცემთო.

უთხრა ეს დიდვაჭარმა და თავის გზაზე წავიდა.

არაბმა პურები ხუროს მიუტანა. მანაც ყველაფერი მისცა, რაც სთხოვეს - აკვანი, ქვეშსაგები, გადასაფარებელი და სახვევები.

ხურო ნაზარი ცოლთან მივიდა და პურები მიართვა.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ