მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 185519 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

განრისხებულ როსტევანს იმ დღეს დარბაზობა აღარ გაუმართავს. მეორე დღესაც, რა გათენდა, მწყრალად წამოდგა, "ჰგავს, თუ ადენს პირით ალსა”. მყისვე ვეზირი იხმო. მოჰგვარეს, მისი შიშით მოცახცახე, დარბაზს მოწიწებით შემოსული რომ დაინახა, მეფემ უთხრა:

არ მახსოვს, გუშინ რას მეუბნებოდი, თუ გაგონდება, რა უნდოდა? არა, მართლა, ისე როგორ მაწყენინეთ და გამარისხეთ, რომ დიდხანს სული ვერ მოვიბრუნე და შენ, საყვარელი ვეზირი, ესოდენ გაგკიცხე! ბრძენს ტყუილად არ უთქვამს, "წყენააო ჭირთა ბადე”. მსგავს რამეს ნურასდროს იზამ, საქმე კარგად გასინჯე ხოლმე. ახლა ერთი კიდევ მითხარი, რასაც გუშინ ჰყვებოდი, რიგიანად ყური არც მიგდია.

ვეზირმა რომ ხელმეორედ მოახსენა, ხელმწიფემ აღარ დაახანა და პასუხი მოკლედ შეუთვალა: ხომ არ გადარეულხარ, ეგ მეტად აღარ გამაგონო, "თვარა მე სრულად გელევი”, გავთავდები და ის იქნებაო!


"
რა გამოვიდა, ვაზირმან ძებნა, ვერ პოვნა მინანი,

მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი, ცრემლთა მდინანი.

მან თქვა: "მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი,

ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მასცა ვინანი."


ვეზირი
რომ არ ეახლა, მეფემ სხვა კაცი გაგზავნა. ამანაც, რა ამბავი შეიტყო, გარეთ გაჩერდა. ავთანდილის წასვლის გამჟღავნებას მეფეს ვერავინ უბედავდა.

როსტევანი შეეჭვდა და ჭმუნვამ ხელი დარია, თქვა: უეჭველად გაიპარაო, "ვინ მარტომან ასთა ავნის”. თავდახრილი იდგა, გულს დარდი ლოდივით დასწოლოდა. მერე კვნესა აღმოხდა და მაღლა აიხედა, მონას უბრძანა: მიდი და იმ ფლიდს უთხარი, შემოვიდეს და ყველაფერი მიამბოსო. ვეზირი ეახლა, დაღვრემილი და ფერწასული იყო, ხელმწიფეს მზერას არიდებდა.


"მეფემან
ჰკითხა: `წასრულა მზე დაუდგრომლად, მთვარულად?”

მან მოახსენა ყოველი, ვით წასრულიყო ფარულად:

მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად!”


მეფემ
რომ ეს მოისმინა, გაშმაგებულმა ყვირილი მორთო, ღაწვებს იკაწრავდა და წვერს იგლეჯდა, მჭვრეტელნი გაეკვირვებინა. მერე მოთქმით დაიჩივლა: "ვა, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი! სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?!” შენ კიდევ რა გიშავსო, "თუ თავი შენი შენ გახლავს”, ყარიბობა არც გეთქმისო, მაგრამ მე რა მეშველება, სენმორეულსა და უნუგეშოდ შთენილს, გული რარიგ შეგელიოს?! ვაი, რომ შენ დაბრუნებამდე ენით უთქმელი წამებით უნდა ვეწამოო!


"ოდეს
გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა?

ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა,

ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა,

აწ უშენოდ რაღა ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?!”


რაგინდ
ბევრიც იარო, ვიცი, შიმშილით არ მოკვდები, შენ შენი მშვილდი შეგინახავსო, იქნებ ღმერთმა წყალობით გადმოგხედოს და ყოველი გასაჭირი გაგიადვილოს, მაგრამ, მე რომ ვეღარ მომესწრა, თუ არ შენგან, `გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?!”

გლოვის ზარი გაისმა და უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. დარბაზს დიდებულთა ჯარი შეგროვილიყო. ყველა ქვითინებდა და იცრემლებოდა, თავში იცემდნენ და თმა-წვერს იგლეჯდნენ, თქვეს: `ბნელი გვამრთებს დღე-კრულთა, რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!” რა მეფემ დიდებულნი დაინახა, მწარედ შემოსტირა და;


"უთხრა
: `ჰხედავთ, მზემან ჩვენმან შუქი სრულად დაგვიძვირნა,

რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა?!”


ლაშქარს
მისებრ ვინღა მოეპატრონება და უთავადებსო. მოგვიანებით, როცა ცოტათი დაწყნარდნენ, მეფემ ბრძანა: იკითხეთ, მარტო წასულა, თუ მოყმენიც თან უახლებიაო.

მორცხვად და მოშიშრად შემოვიდა შერმადინი, ანდერძი მიართვა და მოახსენა: ეს დაუწერია და საწოლს დაუტოვებია, მისი მსახურნი ნამტირალევი დამიხვდნენ, მწუხარებისაგან თმა-წვერი დაეგლიჯათ, მითხრეს, მარტო გაპარულა, არავინ ახლავსო.

რომ მომკლათ, მემართლებით, სიცოცხლის რაღა ღირსი ვარო, დასძინა გამწარებულმა მოყმემ. ანდერძი წაიკითხეს და კვლავ დიდხანს ტიროდნენ.

მერე მეფემ ბრძანა: ჩემი ლაშქარი სამხიარულოს ნუღარ ჩაიცვამსო, დავრდომილნი და ქვრივ-ობოლნი ვამლოცველოთ, იქნებ ღმერთმა ისმინოს და ხიფათი აშოროს, მშვიდობით დაგვიბრუნდესო.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ